სასტუმროების დაჯავშნა

hotels.avia.ge გათვლილია მათთვის, ვინც უცხოეთში მოგზაურობას აპირებს და ღამის გასათევს ეძებს.

საიტზე ერთ სივრცეში წარმოდგენილია, საზღვარგარეთ დარჩენის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტი.

ვებ-გვერდის მარტივი ინტერფეისიდან გამომდინარე, საჭიროა მიუთითოთ ქალაქი, სადაც მიემგზავრებით, დროის მონაკვეთი და თქვენთან ერთად თანმხლები პირი. რამდენიმე წამში თქვენ გაეცნობით ფართო არჩევანს.

Hotels.avia.ge-ის ერთ-ერთი დადებითი მხარეა ის რომ არ წარმოაგენს არც ერთი სასტუმროს ან ჰოსტელის საკუთრებას, რაც უზრუნველყოფს საიტის ობიექტურობას. ასევე უნდა აღინიშნოს რომ მომხმარებლისგან არ მიაქვს რაიმე სახის საკომისიო.

გარდა სასტუმროებისა, საიტზე იაფი ჰოსტელები და სახლებიც შეგიძლიათ მოიძიოთ. ჰოსტელები წარმოადგენს სახლის ტიპის ადგილს, სადაც ადამიანებს ერთად ცხოვრება შეუძლიათ, რის გამოც გადასახადი შედარებით იაფია. ზოგიერთი მათგანი სადილსაც გთავაზობთ. ჰოსტელებსა და სახლებს იაფი ფასების გარდა სხვა დადებითი მხარეც აქვს, ქვეყნის კულტურისა და შიდა სამზარეულოს გაცნობა ოჯახზე უკეთ შეუძლებელია სადმე შეძლოთ. ჰოსტელების საშუალებით უამრავი მეგობარსაც შეიძენთ.

სანამ სასტუმროს ან ჰოსტელს აირჩევთ, ნახავთ ფოტოებსა და მეპატრონის აღწერებს. შეგიძლიათ წაიკითხოთ კომენტარები და შეფასებები, სტუმრები ხშირად აფიქსირებენ საკუთარ აზრს და ანიჭებენ ვარსკვლავებს ადგილს. ზოგჯერ შეგხვდებათ ისეთი კომენტარებიც სადაც განხილულია, თუ როგორი ყურადღებიანი იყო ჰოსტელის მეპატრონე თუ სასტუმროს ადმინისტრატორი.

რჩევის სახით უნდა გაითვალისწინოთ რომ უმჯობესია ქალაქის  გარეუბანში აირჩიოთ ოთახი ან ნომერი, ცენტრში და სხვადასხვა კულტურულ ძეგლთან ნებისმიერი სასტუმრო ძვირი დაგიჯდებათ.